თავში

გავრილოვი თუ აწუხებდა, არც სამაჯურს შეიბამდა - მდინარაძე მელიაზე

გავრილოვი თუ აწუხებდა, არც სამაჯურს შეიბამდა - მდინარაძე მელიაზე
გავრილოვი თუ აწუხებდა, არც სამაჯურს შეიბამდა  - მდინარაძე მელიაზე

,,ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ცდილობს გმირის მანტია მოისხას. 

მდინარაძის შეფასებით, თუ ნიკა მელიას რეალურად აწუხებდა გავრილოვი, ამას თავიდანვე გააპროტესტებდა.

,,გავრილოვი თუ აწუხებდათ და რამდენად ყალბია მათი პათეთიკა ამასთან დაკავშირებით, მაშინ ნიკა მელია 30 000 ლარს გირაოს არ გადაიხდიდა და ხელზე იმ სამაჯურს არ შეიბამდა, არ მისცემდა არავის ამის უფლებას. თუ ეს მისი და ,,ნაცმოძრაობის" მორალისთვის მიუღებელი იყო, მანამდე გააპროტესტებდა. თავისი ფეხით არ მივიდოდა და გირაოს არ გადაიხდიდა. მაშინ, ასე ვთქვათ, ივაჟკაცებდა. ახლა როგორც ცდილობს გმირის მანტია მოისხას და მაშინვე გააპროტესტებდა, რომ გავრილოვის საქმეზე მე ამ არც 30 000-ს გადავიხდი, არც ამ სამაჯურს გავიკეთებ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი როდის გააკეთა იცით, გაყალბებული არჩევნები რომ წამოვიდა მესიჯი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.

გენერალურმა პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობით უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system