თავში

გავრცელებული ჩანაწერი არის 2010 წლის რამდენიმე ათეული ჩანაწერიდან ამოკრეფილი ფრაზები - მდინარაძე

გავრცელებული ჩანაწერი არის 2010 წლის რამდენიმე
გავრცელებული ჩანაწერი არის 2010 წლის რამდენიმე ათეული ჩანაწერიდან ამოკრეფილი ფრაზები - მდინარაძე

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ის „კაგებეშნიკურად“ არის დამონტაჟებული.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტსაბჭოზე პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრეს. 

"პრემიერთან ვისაუბრეთ დღეს, თუ რა ჩანაწერზე იყო საუბარი. ჩვენ ამაზე გვქონდა ინფორმაცია. ეს არის 2010 წლის, ხაზს ვუსვამ, არა 2011-2012 წლის, არამედ 2010 წლის რამდენიმე ათეული ჩანაწერიდან ამოკრეფილი ფრაზები ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ. ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია, „კაგებეშნიკურად“ არის დამონტაჟებული. სამწუხაროდ, საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს ამ მიმართულებით საზოგადოებაზე. ალბათ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, რა პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა იყოს ამაში, აუცილებლად უნდა იყოს დაგმობილი“,-აცხადებს მდინარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system