თავში

გაზაფხულზე საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება

გაზაფხულზე საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება
გაზაფხულზე საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება

გაზაფხულზე საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი იგეგმება, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა. სავარაუდოდ, თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს მაისში ეწვევა.

ამასთან, როგორც ელჩი ამბობს, 2020 წლის თებერვალში ანკარაში სტრატეგიული კომისიის სხდომა გაიმართება.

„ანკარაში რამდენიმე კვირის წინ გაიმართა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი, რასაც მოჰყვა ეკონომიკური კომისია, რომელიც 14 წლის პაუზის შემდეგ პირველად შედგა. ამას მოჰყვა პრემიერის განმეორებითი ვიზიტი ტანაპის გახსნასთან დაკავშირებით ედირნის პროვინციაში.

ჩვენ მოვილაპარაკეთ თურქულ მხარესთან, სავარაუდოდ თებერვლის თვეში იქნება სტრატეგიული კომისიის სხდომა ანკარაში დანიშნული და შემდგომ სავარაუდოდ მაისის თვეში პრეზიდენტი ერდოღანი ეწვევა საქართველოს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იცით, თურქეთი არის არამარტო ჩვენი კეთილი მეზობელი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“,- განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხევედრას მასპინძლობს.

შეხვედრა რიგით მერვე მინისტერიალია და სამმხრივ ფორმატში იმართება.

მინისტრები განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის არსებულ დღის წესრიგს სხვადასვხა მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ენერგეტიკის საკითხებში.

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას.

აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია მათი შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგებლებთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system