თავში

"გეგონება ჩრდილოეთ კორეაში ვართ" - გია ვოლსკი

"გეგონება ჩრდილოეთ კორეაში ვართ" - გია ვოლსკი
გეგონება ჩრდილოეთ კორეაში ვართ - გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" დაბნეულები არიან და არ იციან რა თქვან.

მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლება არაკონსტიტუციურია. ამასთან, ვოლსკი ამბობს, რომ ქვეყნის არევას ვერავინ შეძლებს.

"გეგონება ჩრდილოეთ კორეაში ვართ, მოდი სააკაშვილი გამოვუშვათ. ე.ი. აღარაფერი აღარ არსებობს, არც კონსტიტუცია, არც კანონი. გამოვუშვათ და ახლა შევრიგდებით. აი. თქვენ გგონიათ ეს უკეთესია, ვიდრე ის, რასაც კანონის აღსრულება ჰქვია?! თვითონ "ნაცმოძრაობაში" ისეთი დაბნეულები არიან, რომ ვერ შეუსაბამეს ერთმანეთს, აბა რა თქვან?! ხომ არ იტყვიან - გამოუშვით, მას ასე უნდა, დაიღალა, ამის დრო სად აქვს, რომ ციხეში იჯდეს. აღმოსავლეთ ევროპის ლიდერია, ვაშინგტონია, დავით აღმაშენებელი და ლუარსაბ მეფე მოიგონა კიდევ ბოლოს.

სწორია ის, რასაც მელია ამბობს, ამას უჯერებს ის ხალხი, რაოდენობა, რომელიც ასე არ ფიქრობს?! ანუ, სამოქალაქო ომის დაწყებას აანონსებს? რის საფუძველზე? 2024 წელს არის არჩევნები და ქვეყნის არევას ვერავინ ვერ შეძლებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system