თავში

გენერალი ბენ ჰოჯესი: საქართველო NATO-ში ახლავე უნდა მივიწვიოთ

გენერალი ბენ ჰოჯესი: საქართველო NATO-ში ახლავე უნდა მივიწვიოთ

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ საქართველო NATO-ში ახლავე უნდა მიიწვიონ.  ამის შესახებ განცხადება ბენ ჰოჯესმა ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დროს გააკეთა.

ამერიკელმა გენერალმა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ და NATO უფრო მეტად ფოკუსირებულები უნდა იყვნენ ამ რეგიონზე. მან ასევე ჩამოთვალა ის ნაბიჯები, რომლებიც მისი აზრით, აშშ-მა საქართველოს მხარდასაჭერად უნდა გააკეთოს.

„პირველი - ახლავე მივიწვიოთ საქართველო NATO-ში. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, დასავლეთ გერმანია ალიანსის წევრი გახდა, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარი იდგა. ასე რომ, არსებობს სახელმწიფოს NATO-ში მიწვევის პრეცედენტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, - განაცხადა ჰოჯესმა.

მან კიდევ ერთ ნაბიჯად, უფრო მეტი და მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება დაასახელა. მესამე ნაბიჯად გენერალი საქართველოში სამხედრო ინფრასრუქტურაში ინვესტიციების ჩადებას მიიჩნევს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system