თავში

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური ხდება

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური ხდება
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური ხდება

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცა, აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური ხდება. 

თადუმაძემ საქართველოს პარლამენტის 89 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, წინააღმდეგი იყო მხოლოდ ერთი.

თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარლამენტმა 2018 წლის 16 ივლისს აირჩია. მან მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებული პროცესების დროს დატოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system