თავში

გერმანიის ელჩი: გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ჩემზე აკეთებდნენ

გერმანიის ელჩი: გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ჩემზე აკეთებდნენ
გერმანიის ელჩი: გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ჩემზე აკეთებდნენ

გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ადამიანები ჩემს მიმართ აკეთებდნენ, – ამის შესახებ განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერ ქნირშმა გააკეთა. ის პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გამოეხმაურა. 

როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს ძალიან კარგი ნაბიჯია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან გაზრდის პლურალიზმს საქართველოს პარლამენტში.

"მოხარული ვარ ამ სიახლით და ეს ძალიან კარგი ნაბიჯია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან გაზრდის პლურალიზმს საქართველოს პარლამენტში. როგორც საქართველოში, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ადგილობრივი პოლიტიკური საკითხების განხილვისას ძალიან უხეშ სიტყვებსა და ჟესტებს იყენებენ. გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ადამიანები ჩემ მიმართ აკეთებდნენ, ისინი, ვისაც არ შევხვედრივარ და ჩემ შესახებ არაფერი იციან. ვთვლი, რომ აღნიშნული პოლიტიკური პროცესის ნაწილია და დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად საქართველო ამასაც გადალახავს. მთავარია, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, რაც ძალიან მახარებს,“ - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

ცნობისთვის, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის ელჩს ივანიშვილი აფინანსებს. მან მოუწოდა გერმანიის მთავრობას, გაიწვიოს საქართველოდან ელჩი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system