თავში

გერმანიის ელჩი მოზარდის გარდაცვალებაზე: კითხვის ნიშნები არსებობს

გერმანიის ელჩი მოზარდის გარდაცვალებაზე: კითხვის ნიშნები არსებობს
გერმანიის ელჩი მოზარდის გარდაცვალებაზე: კითხვის ნიშნები არსებობს

ამ დღეებში ფოკუსირება უნდა მოხდეს გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახზე, ყველაფერ დანარჩენზე დისკუსია კი შესაძლებელია, როცა სიტუაცია დაწყნარდება - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. 

ელჩმა მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა. 

„ძალიან დამწუხრებული ვარ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი ბიჭის ოჯახის წევრებს. ვფიქრობ, ახლა არ არის იმის დრო, რომ პოლიტიკური ინტერპრეტაციები ვაკეთოთ. ამ დღეებში ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახზე. ყველაფერ დანარჩენზე დისკუსია შესაძლებელია მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაწყნარდება. თუმცა, ვფიქრობ, მომხდარში გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის ელჩმა. 

15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობამდე პოლიციაში გამოკითხეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდის მიერ სუიციდის მცდელობა პოლიციის მხრიდან ზეწოლას უკავშირდებოდა. თუმცა ეს ინფორმაცია შსს-ში უარყვეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, მოზარდის გამოკითხვა მშობლების თანდასწრებით მოხდა და ის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.

გუშინ კი, 15 წლის მოზარდის მიმართ განხორცილებული ზეწოლისა და ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system