თავში

გეშინიათ გახარიას პარტიის? - კახა კუჭავას რეაქცია

გეშინიათ გახარიას პარტიის? - კახა კუჭავას რეაქცია
გეშინიათ გახარიას პარტიის? - კახა კუჭავას რეაქცია

კითხვაზე, უნდა დაიბაროს თუ არა საგამოძიებო უწყებამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოკითხვაზე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული განცხადებების საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პასუხობს, რომ გვარებს მნიშვნელობა არ აქვს და თუ ის გამოძიების ინტერესის საგანი გახდება, პასუხების გაცემა ყველას მოუწევს.

„იმ შემთხვევაში თუ კითხვა ჩნდება, მნიშვნელობა არ აქვს ვის ეხება, აქ გვარებზე არ უნდა წავიდეთ, პროცესის ნებისმიერი მონაწილე ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოძიების ქვეშ იყოს, რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს პასუხების გაცემა. იქნება ეს პარლამენტში საგამოძიებო კომისია თუ შესაბამის უწყებებში არსებული საგამოძიებო კომისია. ფაქტია, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს“ , - განაცხადა კუჭავამ.

კითხვაზე, გახარიას მიმართ და ახლა რატომ გაჩნდა კითხვები, კუჭავა პასუხობს, რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია.

„პროცესს რომ მივადევნოთ თვალი, ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ კრიტიკა, ეს არის კრიტიკული განცხადებები ყველა მხრიდან და ალბათ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, რომლის მონაწილე არის ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური ჯგუფი. პოლიტიკური ჯგუფი როდესაც განაცხადებს, რომ ის შემოდის პოლიტიკაში, ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, მას უჩნდება კრიტიკული კითხვები და ცდილობს, რომ კრიტიკული პოზიცია დაიჭიროს, შესაბამისად კრიტიკა მოყვება მეორე მხრიდანაც“ , - განაცხადა კუჭავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე - "გეშინიათ გახარიას პარტიის?" პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა: „გამეცინა“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system