თავში

ღარიბაშვილი: საქართველოსა და ამერიკას შორის სამხედრო თანამშრომლობა ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა

ღარიბაშვილი: საქართველოსა და ამერიკას შორის სამხედრო თანამშრომლობა ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა
ღარიბაშვილი: საქართველოსა და ამერიკას შორის სამხედრო თანამშრომლობა ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა

მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აშშ-საქართველოს მჭიდრო, წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღეს. მინისტრმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, ასევე, საქართველოში დემოკრატიული აღმშენებლობის უწყვეტი მხარდაჭერისთვის.

 „ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა. ჩვენი საერთო მიზანია, განვავითაროთ თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და NATO-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები, რომელიც ეროვნული თავდაცვის ამოცანების შესრულებასთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ღირსეული პარტნიორობა ჩვენმა ჯარისკაცებმა საერთაშორისო მისიებში უდიდესი კონტრიბუციით და მრავალეროვნულ სწავლებებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმით დაამტკიცეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system