თავში

ღარიბაშვილმა მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერ-მინისტრი - ნიკა მელია

ღარიბაშვილმა მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერ-მინისტრი - ნიკა მელია
ღარიბაშვილმა მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერ-მინისტრი - ნიკა მელია

ბატონ ღარიბაშვილს მართებს, მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. 

ნიკა მელიას თქმით, ღარიბაშვილის წასვლას ხელს შეუწყობს ისე, როგორც მის გაპრემიერებას შეუწყო ხელი.

"ბატონი ღარიბაშვილი 24 საათი რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" და ჩემზე საუბრობს, აქაც ხომ ჩანს, რომ მშვიდი ძილის შესაძლებლობა არ აქვს. ბატონი ღარიბაშვილის ადგილზე, მე, მადლობას გადავუხდიდი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, რომ არა მე და რომ არა ის უსამართლობისადმი თავის არდახრა, დღეს პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ბატონი გახარია და ბატონი ღარიბაშვილი იქნებოდა ისევ იქ, სადაც იყო. ბატონ ღარიბაშვილს მართებს, რომ მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერ-მინისტრი.

რაც შეეხება მის სხვა პოლიტიკურ განცხადებებს - არ აღვიქვამ ამ განცხადებებს იმდაგვარად, რომ ეს განცხადებები კეთდება პოლიტიკოსის მიერ, არა თუ პრემიერის მიერ. ჩვენ ხომ ვნახეთ, ადამიანი როცა იყო დასაქმებული პრემიერ-მინისტრად, როგორც კი მოინდომა მისმა დამსაქმებელმა, იმწამსვე ის გადადგა, მერე მე შევუწყვე ხელი, რომ მოსულიყო პრემიერ-მინისტრად და მევე შევუწყობ ხელს მეგობრებთან ერთად, რომ ის აღარ იყოს თუნდაც ნომინალურად პრემიერ-მინისტრი ძალიან მალე", - განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ჩიხურ მდგომარეობაშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system