თავში

ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის 8 წლიანი მმართველობა იშვიათი გამონაკლისია

ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის 8 წლიანი
ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის 8 წლიანი მმართველობა იშვიათი გამონაკლისია

 2008 წელს, წინა ხელისუფლებამ ვერ აგვაცილა დიდი განსაცდელი და უბედურება, შედეგად მივიღეთ 100-ზე მეტი დაკარგული სოფელი და ათობით ათასი დევნილი მოსახლეობა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, დესტრუქციული ოპოზიციის, პოლიტიკის ველიდან გაყვანა საერთო ეროვნული ამოცანა უნდა გახდეს. 

"აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, შედეგად მივიღეთ 300 000 მდე დევნილი და ათასობით თანამოქალაქის სიკვდილი. ომი მოასწავებს უბედურებას, სიკვდილს ნგრევას და დესტაბილიზაციას. მშვიდობაზე მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ.  2008 წელს, წინა ხელისუფლებამ ვერ აგვაცილა დიდი განსაცდელი და უბედურება, შედეგად მივიღეთ 100-ზე მეტი დაკარგული სოფელი და ათობით ათასი დევნილი მოსახლეობა, რომლებიც ვერ ბრუნდებიან სახლებში.  ეს არის მწარე გაკვეთილი და გამოცდილება. ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობენ, რატომ ვიხსენებთ წარსულს, ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ მათ ამ მძიმე წარსულს და დანაშაულს, მანამ სანამ ისინი არ მოიხდიან ბოდიშს თითოეული ქართველის წინაშე. ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა გახდეს, დესტრუქციული ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გაყვანა, სხვა შემთხვევაში არ იქნება მშვიდობა, არ იქნება თავისუფლება და სტაბილურობა. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების 8 წლიანი მმართველობის პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა უბრალოდ ომი. ყველა ხელისუფლების დროს ჩვენ გამოვცადეთ ომი და ტერიტორიების დაკარგვა. ერთადერთი გამონაკლისი არის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system