თავში

ღარიბაშვილი: ნაცმოძრაობის დროს ყუთი ატამი 3 ლარი ღირდა, დღეს კილოგრამი ღირს 1.80

ღარიბაშვილი: ნაცმოძრაობის დროს ყუთი ატამი 3 ლარი
ღარიბაშვილი: ნაცმოძრაობის დროს ყუთი ატამი 3 ლარი ღირდა, დღეს კილოგრამი ღირს 1.80

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდნენ, სადაც სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კახეთში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ქართული ოცნების პირობებში მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებებს შორის, შეიძლება აღინიშნოს ბაზრების გახსნა. 

"ჩვენი საერთო ამოცანა არის ის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში აღმოიფხვრას სიღარიბე და უმუშევრობა. ქართული ოცნების პირობებში ჩვენ არაერთი წინსვლისა და წარმატებისთვის გვაქვს მიღწეული. თუნდაც, ბაზრების გახსნა. რას ნიშნავს თავისუფალი ბაზრების გახსნა გურჯაანელი გლეხებისთვის - მე წეღან მქონდა საშუალება და რამდენიმე გურჯაანელ გლეხს ვესაუბრე, რომელიც აღტაცებული იყო. მან თქვა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ ნაციონალური მოძრაობის დროს ყუთი ატამი ღირდა სამი ლარი, დღეს ღირს 2 ლარი ან 1.80 თეთრი. საუბარია კილოგრამ ატამზე. ეს რა თქმა უნდა დიდი წარმატებაა. ჩვენ გვიხარია, როცა გლეხი არის წარმატებული, დასაქმებული და არის ბედნიერი," - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system