თავში

ღარიბაშვილის ნაცვლად, მოლაპარაკებებზე სხვა ადამიანის გამოშვება არ გაუჭირდებათ - დეკანოიძე

ღარიბაშვილის ნაცვლად, მოლაპარაკებებზე სხვა
ღარიბაშვილის ნაცვლად, მოლაპარაკებებზე სხვა ადამიანის გამოშვება არ გაუჭირდებათ - დეკანოიძე

ამ ძალიან მძიმე ფაქტის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად, მოლაპარაკებებზე  სხვა ადამიანის გამოშვება, მგონი, არ გაუჭირდებათ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ოპოზიცია  პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და რიგგარეშე არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაზე სასაუბროდ მზად არის. 

"მოლაპარაკებებთან დაკავშირებით,  "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია არის ის, რომ პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს, რადგან ჩვენ აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკური პატიმრების გამოშვებაზე და რიგგარეშე არჩევების შემდეგ, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ. რაც შეეხება ღარიბაშვილთან საუბარს, დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებას გაამახვილებს იმ ძალიან მძიმე ფაქტზე, რასაც ადგილი ჰქონდა "ტვ პირველის" სიუჟეტში, ამიტომ მოლაპარაკებებზე მგონი, არ გაუჭირდებათ სხვა ადამიანის გამოშვება", - განაცხადა დეკანოიძემ. 

ცნობისთვის, 6 მარტს, "ტვ პირველმა" ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system