თავში

ღარიბაშვილის გზავნილები დემოკრატიული იდეის წინააღმდეგაა მიმართული - ნონიაშვილი

ღარიბაშვილის გზავნილები დემოკრატიული იდეის წინააღმდეგაა მიმართული - ნონიაშვილი
ღარიბაშვილის გზავნილები დემოკრატიული იდეის წინააღმდეგაა მიმართული - ნონიაშვილი

"ადამიანები თავად გადაწყვეტენ თუ ვის უნდა მიანიჭონ შესაბამისი ლეგიტიმაცია",  - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი ნონიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, მთავრობის მეთაურის "ავტორიტარული გზავნილები თვითმმართველობისა და დემოკრატიული იდეის წინააღმდეგაა მიმართული".

"ირაკლი ღარიბაშვილს არავინ არ კითხავს თუ ვინ გახდება თბილისის მერი, ამას გადაწყვეტენ საქართველოს მოქალაქეები. რაც შეეხება მის განცხადებას, ეს არის ღიად ავტორიტარული გზავნილი დემოკრატიული იდეის წინააღმდეგ და თვითმმართველობის იდეის წინააღმდეგ, იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანებმა გადაწყვიტონ თუ ვის აირჩევენ და არა ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რომელსაც ნებისმიერი თვითმმართველობის სრული კონტროლი სურს", - განაცხადა ნონიაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია ვერ გახდება თბილისის მერი და სხვა ოპოზიციურ კანდიდატებსაც გამარჯვების შემთხვევაშიც კი არ ექნებათ სამართავად შესაბამისი ბერკეტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system