თავში

,,ღიმილის მომგვრელია, ამაზე არც უნდა ავღელდეთ" - გახარია ოპოზიციის აქციაზე

,,ღიმილის მომგვრელია, ამაზე არც უნდა ავღელდეთ" - გახარია ოპოზიციის აქციაზე
,,ღიმილის მომგვრელია, ამაზე არც უნდა ავღელდეთ - გახარია ოპოზიციის აქციაზე

,,რა თქმა უნდა, შეიძლება ჩატარდეს ისეთი რაღაც ღონისძიებები, ღიმილისმომგვრელი, რომელიც დღეს ჩატარდა თბილისში, მაგრამ ჩვენ ამაზე არც უნდა ავღელდეთ", - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ შემაჯამებელ აქციას.

პრემიერის თქმით, ,,ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში ღირსეულად გაიმარჯვებს.

,,ჩვენ გვაქვს დიდი მისია, ჩვენ გვაქვს დიდი მიზანი და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მკაფიო გეგმა, შემდეგი 4 წლის განმავლობაში გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა და არც ერთ შემთხვევაში არ დავბრუნდეთ წარსულში. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ!" - განაცხადა გახარიამ ვაკის ოლქში ,,ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ნოდარ ტურძელაძის წარდგენისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system