თავში

"ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს, ხმები გაყალბდეს" - მამუკა ხაზარაძე

"ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს, ხმები გაყალბდეს" - მამუკა ხაზარაძე
ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს, ხმები გაყალბდეს - მამუკა ხაზარაძე

ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს, ხმები გაყალბდეს, რადგან ეს არის თქვენი შვილებისთვის, თქვენი მომავლისთვის გაყალბებული მომავალი, – განაცხადა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში საბოლოოდ უნდა დასრულდეს ტყუილი და გაყალბება.

"მივმართავ კომისიის ყველა წევრს "ოცნებიდან", თქვენ ხართ ამ ქვეყნის შვილები, ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს, რომ ხმები იყოს გაყალბებული, იმიტომ, რომ ეს არის თქვენი შვილებისთვის, თქვენი მომავლისთვის გაყალბებული მომავალი. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად იყავით ყურადღებით. მოვუწოდებთ ჩვენ დამკვირვებლებს, ჩვენ ახლა გავალთ უბნებზე. ყველას მოვუწოდებთ, რომ არანაირი პროვოკაცია არ უნდა იყოს ჩავლილი, ყველა ის უბანი, რომელსაც შეეცდებიან, რომ გააყალბონ, უნდა იყოს სასწრაფო წესით აღკვეთილი და ჩვენ აქ ვართ, ნებისმიერ ადგილას გავჩნდებით, სადაც საჭიროა.

დღეიდან იწყება შემოტრიალება ამ ქვეყანაში და ეს მოხდება ჩვენი, თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ", – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"მთავარი არხის" ეგზიტპოლის შედეგები

"იმედის" ეგზიტპოლის შედეგები

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system