თავში

ღმერთმა გაუმარჯოს ყველას თავისი სიმართლით - გუბაზ სანიკიძე

ღმერთმა გაუმარჯოს ყველას თავისი სიმართლით - გუბაზ სანიკიძე
ღმერთმა გაუმარჯოს ყველას თავისი სიმართლით - გუბაზ სანიკიძე

ყველას თავისი არჩევანი აქვს, ღმერთმა გაუმარჯოს ყველას თავისი სიმართლით, - ამის შესახებ "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" სიით არჩეულმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერით "ნაციონალური მოძრაობა" გაწირეს.

"გუშინ მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, თუმცა ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის მოსალოდნელი. გუშინ, ოპოზიციურმა პარტიებმა ფაქტიურად მიატოვეს ნაციონალური მოძრაობა და გაწირეს ნაციონალური მოძრაობის მარგინალიზებისთვის და შემდეგ განადგურებისთვის. დარწმუნებული ვარ, ნაციონალური მოძრაობა მარტო რომ დარჩენილიყო გარეთ და რომ დარჩეს, აუცილებლად რეპრესიები დაიწყება მის წინააღმდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შებრძანებული  პოლიტიკური ძალები კრინტის დამძვრელიც არ არიან.

ყველას თავისი არჩევანი აქვს, ღმერთმა გაუმარჯოს ყველას თავისი სიმართლით, მაგრამ მე შემიძლია ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მათ ვუწინასწარმეტყველო უპერსპექტივო მომავალი. ჩათვალეთ, ეს პარტიები შემდეგ არჩევნებში ვერცერთ პარლამენტში ვერ მოხვდებიან, რადგან გუშინ მათ შეგნებული ღალატი ჩაიდინეს თავისი პოლიტიკური პარტნიორის, რომელიც ხანდახან გაუმართლებლად უთმობდა დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს", - განაცხადა სანიკიძემ "ფორმულას" ეთერში. 

ცნობისთვის, 19 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის სკანდალური გადაწყვეტილება მიიღოს და გიორგი რურუა საკუთარი პირობებით შეიწყალოს.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

დღეს დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირა დამატებით კიდევ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა.

18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system