თავში

ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო - ღარიბაშვილი

ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო - ღარიბაშვილი
ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო - ღარიბაშვილი

ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

"ძალიან დამამწუხრა ისრაელში, მერონის მთაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ და ვუთანაგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

ჩვენი ფიქრები და ლოცვები ებრაელი ხალხისკენ არის მიმართული",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system