თავში

ვანო მერაბიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა

ვანო მერაბიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა
ვანო მერაბიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლონეთში გაემგზავრა.

მერაბიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა. 

„ვანო მერაბიშვილი მიემგზავრება პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც სეიმის ხელმღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებში. ამის შემდეგ, მერაბიშვილი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას. როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის 7 წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში“, - აღნიშნულია ვანო მერაბიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 20 თებერვალს დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system