თავში

"ღვთისნიერმა ადამიანმა გამაფრთხილა" - რატომ არ მივიდა გახარია სამხარაულის ბიუროში

"ღვთისნიერმა ადამიანმა გამაფრთხილა" - რატომ არ მივიდა გახარია სამხარაულის ბიუროში
ღვთისნიერმა ადამიანმა გამაფრთხილა - რატომ არ მივიდა გახარია სამხარაულის ბიუროში

"არასოდეს, არანაირი კავშირი არ მქონია ნარკოტიკთან", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. 

გახარიას თქმით, მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა, რის შესახებაც ერთმა ადამიანმა გააფრთხილა, რომ სამხარაულის ბიუროში არ მისულიყო.

"ეს იყო ჩვეულებრივი, დაგეგმილი ღონისძიება. ზუსტად ვიცი, რომელ კაბინეტში და ვის მიერ იგეგმებოდა. მე ადამიანს, რომელსაც ნარკოტიკთან ცხოვრებაში არანაირი შეხება მქონია, ამათ ჰქონიათ, რომ ასეთ დურაკულ პროპაგანდას ჩართავენ, ადამიანები სულელები არიან და ტვინში ჩაუდებენ რაღაც რეფლექსებს. 

არ ვიცი, ჩემი წარსულიდან თუ თანამშრომლობიდან გამომდინარე, მე ღვთისნიერმა ადამიანმა გამაფრთხილა, რომ არ მოხვიდე, ამოგივარდებაო", - განაცხადა გახარიამ "რეაქციაში".

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ 6 სექტემბერს ნარკოტესტი გაიკეთა და განაცხადა, რომ "ყველანაირად სუფთაა".

ნარკოტესტის გაკეთებისკენ კახა კალაძემ მის კონკურენტებს, თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.

ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მერობის კანდიდატი გიორგი გახარია "დღესვე რომ წასულიყო ნარკოტესტის გასაკეთებლად" ამ თემაზე კითხვებს მოხსნიდა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, მას არ აქვს სამედიცინო შემოწმების პრობლემა და ეს ადრეც გაუკეთებია.

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა, რის გამოც ის ნარკოტესტს ევროპაში, თმის ღერის მეშვეობით, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს.

გახარიას განცხადებით უპასუხა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ და აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

ამასთან,  "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გახარიას ნარკოდამოკიდებულების პრობლემა ბოლო პერიოდში გაუჩნდა.

კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელს"კოკაინშიკი" უწოდა.

კახა კალაძის თქმით კი, გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია. 

17 სექტემბერს გიორგი გახარიამ ნარკოტესტის პასუხი გამოაქვეყნა. 

მისი თქმით, ვენის წამყვან ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system