თავში

გია ჭანტურიას დღეს 61 წელი შეუსრულდებოდა

გია ჭანტურიას დღეს 61 წელი შეუსრულდებოდა
გია ჭანტურიას დღეს 61 წელი შეუსრულდებოდა

გია ჭანტურიას დღეს, 19 აგვისტოს 61 წელი შეუსრულდებოდა. ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში გიორგი ჭანტურიას საფლავთან მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. ადგილზე შეიკრიბნენ გიორგი ჭანტურიას ოჯახის წევრები და მეგობრები.

„გიორგი ჭანტურია, უპირველეს ყოვლისა, იყო ადამაინი, რომელმაც თავის თავზე აიღო უდიდესი მისია და ილია ჭავჭავაძის მიერ შექმნილი ორგანიზაცია ხელახლა ააღორძინა. მან სიცოცხლისუნარიანი გახადა ის ღირებულებები, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ, მისი მკვლელობა არ იყო მხოლოდ ერთი გამორჩეული ლიდერის მკვლელობა. ეს იყო იმ ჩიხის შექმნა, რომელზეც უკვე 30 წელია დავდივართ. გიორგი იყო განსაკუთრებული მეგობარი, რომელსაც ნამდვილად შეეძლო ქვეყნისა და მოყვასისათვის თავის დადება“, – განაცხადა „სახალხო პარტიის“ ლიდერმა, მამუკა გიორგაძემ.

1994 წლის 3 დეკემბერს გია ჭანტურია სახლიდან გამოსული სადარბაზოსთან, ავტომობილში ჩაცხრილეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system