თავში

გია ჯაფარიძე: ახლა შევიდეს ის სამეული პარლამენტში

გია ჯაფარიძე: ახლა შევიდეს ის სამეული პარლამენტში
გია ჯაფარიძე: ახლა შევიდეს ის სამეული პარლამენტში

"ზურა ჯაფარიძემ ამ ნაბიჯით ქართულ პოლიტიკაში ბოლშევიკური ფრანკენშტეინის დაბადებას შეუშალა ხელი",- ამის შესახებ პარტია "გირჩის" ერთ-ერთი წევრი და ზურა ჯაფარიძის ძმა, გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ამ ფორმით მან ოპოზიციის ერთიანობა შეინარჩუნა.

"ზურა ჯაფარიძემ ამ ნაბიჯით ქართულ პოლიტიკაში ბოლშევიკური ფრანკენშტეინის დაბადებას შეუშალა ხელი. ამავდროულად შეინარჩუნა ოპოზიციის ერთიანობა. ახლა შევიდეს ის სამეული პარლამენტში. ამას ვწერ როგორც პოლიტიკის მკვლევარი", - წერს გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "გირჩის" facebook ჯგუფში, დღეს ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, რომ მისი იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის გზები გაიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system