თავში

გია ხუხაშვილი: ასე იქცევი, როცა ძალიან გეშინია

გია ხუხაშვილი: ასე იქცევი, როცა ძალიან გეშინია
გია ხუხაშვილი:  ასე იქცევი, როცა ძალიან გეშინია

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლება ამ საქმეს ჩვეულებრივი სისხლისსამართლებრივი გამოძიების ჩარჩოში ტოვებს.

გია ხუხაშვილის შეფასებით, ამ საქმეში მთავარი პოლიტიკური კონტექსტია, რომლის “წაყრუებაც” იქნება რუსეთთან მორიგ თემაზე მორიგი კაპიტულაციის აქტი.

“ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს გაბუნიას საქმის ჩვეულებრივი სისხლისსამართლებრივი გამოძიების ჩარჩოში დატოვების მცდელობას.

სინამდვილეში, ამ საქმეში მთავარი პოლიტიკური კონტექსტია, რომლის “წაყრუებაც” იქნება რუსეთთან მორიგ თემაზე მორიგი კაპიტულაციის აქტი. ასე იქცევი, როცა ძალიან გეშინია და გაქვს ილუზია, რომ დათვს თუ მოეფერები, ის ამას დაგიფასებს და აღარ შეგჭამს.

მშიშარა ხელისუფალი ისევე სახიფათოა, როგორც თავზეხელაღებული,”- წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა განცხადება, რომლის მხიედვითაც რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია შეუკვეთა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system