თავში

გია ვოლსკი: დასავლეთში კარგად იციან, რომ ბიუჯეტის ხელის ხლება არ შეიძლება

გია ვოლსკი: დასავლეთში კარგად იციან, რომ ბიუჯეტის ხელის ხლება არ შეიძლება
გია ვოლსკი: დასავლეთში კარგად იციან, რომ ბიუჯეტის ხელის ხლება არ შეიძლება

დასავლეთში და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად იციან, რომ ბიუჯეტის ხელის ხლება სერიოზული დანაშაულია, იმდენად დიდი, რომ ის გათანაბრებულია ყველაზე მძიმე დანაშაულთან და ასეთი დანაშაულისთვის საკმაოდ ბევრი ხალხია დასჯილი, მათ შორის, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, -ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.

ვოლსკის განცხადებით, გიგი უგულავას საქმე 2013 წლიდან არ შეჩერებულა. ანალოგიური ბრალდებით, თუმცა გაცილებით ნაკლებ თანხებთან დაკავშირებით, დაკავებული არიან ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და ამ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურა კომპრომისს ვერ დაუშვებდა.

„მე, დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს საქმე არ შეჩერებულა 2013 წლიდან მოყოლებული და ამასთან დაკავშირებით, პროკურატურა სხვა ს ვერაფერს გააკეთებდა. გამომდინარე იქედან, რომ გვარების დასახელება არ მინდა, მაგრამ კონკრეტული ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე თუ მოადგილეები დაკავებულები არიან გაცილებით ნაკლები თანხის გაფლანგვის გამო და შესაბამისად, პროკურატურა კომპრომისს ვერ დაუშვებდა იმის გამო, რომ იქ პოლიტიკური თემაც რასაკვირველია არსებობს. დაძაბულობის თავიდან აცილება იმ მეთოდით, რომ თვალი დაეხუჭა საგამოძიებო სტრუქტურას 50 მილიონის გაფლანგვაზე, ესეც არ დარჩებოდა უყურადღებოდ და დამიჯერეთ, სწორედაც ეს იქნებოდა საზოგადოებაში ძალიან სერიოზული მსჯელობის საგანი. განსაკუთრებით, სწორედ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებში და ახლობლებში, რომლებიც დაკავებული არიან გაცილებით ნაკლები თანხის გაფლანგვისთვის. ასე რომ აქ საერთაშორისო გამოცდილებაც აშკარად მიგვითითებს, რომ კომპრომისი ამ თემაზე პოლიტიკური გარემოებების გამო არ შეიძლება იქნეს დაშვებული“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი გიგი უგულავას დაკავების Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასამართლოს, როგორც იარაღის გამოყენება დემოკრატია არ არის. მისი თქმით, უგულავას პატიმრობა იმ ბრალდებით მიუსაჯეს, რისთვისაც ერთხელ უკვე მოიხადა სასჯელი.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system