თავში

გია ვოლსკი: გვქონდა კონსულტაციები უცხოელ პარტნიორებთან

​გია ვოლსკი: გვქონდა კონსულტაციები უცხოელ პარტნიორებთან
გია ვოლსკი: გვქონდა კონსულტაციები უცხოელ პარტნიორებთან

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ დიპლომატიურ კორპუსთან ორივე მხარეს ჰოქნდა კონსულტაციები. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განიხილავენ ყველა საკთხს.

"არ ვფიქრობ, რომ კონკრეტული წინადადება დღეს უნდა გვქონდეს. მე ვფიქრობ, რომ დღეს დეტალურად უნდა გავიაროთ წინადადება, რომელიც მაგიდაზე დევს და ამის შემდეგ გარკვეული დრო არის საჭირო, რათა მხარეებმა ჩამოაყალიბონ თავის პოზიცია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიციური ლიდერებისა და სახელისუფლო პარტიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი სასტუმრო „შერატონში“ 12:00 საათზე დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system