თავში

გია ვოლსკი ოპოზიციის შეკრებაზე: საკმაოდ მძლავრი გაერთიანება შეიქმნა, რომელიც დაუპირისპირდება "ოცნებას"

გია ვოლსკი ოპოზიციის შეკრებაზე: საკმაოდ მძლავრი გაერთიანება შეიქმნა, რომელიც დაუპირისპირდება "ოცნებას"
გია ვოლსკი ოპოზიციის შეკრებაზე: საკმაოდ მძლავრი გაერთიანება შეიქმნა, რომელიც დაუპირისპირდება ოცნებას

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნასთან დაკავშირებული საკითხი, პარლამანტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე მთავარი საკითხი არ ყოფილა. ამის შესახებ განცხადება შეხვედრის დასრულების შემდეგ, გია ვოლსკიმ გააკეთა. მისი განცხადებით საუბრის თემა 2020 წლის ბიუჯეტი და სოციალური საკითხები იყო.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, გია ვოლსკის განცხადებით „პროპორციულ არჩევნებს შეეძლო, რომ ეს სიტუაცია თავიდან აეცილებინა“. მისივე განმარტებით, ის რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება, ეს არის ერთგვარი პროექცია იმის, რაც 2020 წლიდან პარლამენტს ელის.

„ეს არის პროექცია იმის, რაც ჩვენ 2020 წლიდან მოგველის პარლამენტში თუ კი ვერავინ მოიპოვებს უმრავლესობას და მთავრობა შეიძლება ვერ შეიქმნას და კრიზისი დაიწყოს ქვეყანაში. მე პროპორციულის თემას ასე ადვილად ვერ დავთმობ,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებას, გია ვოლსკის განცხადებით  საკმაოდ მძლავრი გაერთიანება შეიქმნა პოლიტიკური, რომელიც დაუპირისპირდება "ქართულ ოცნებას".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system