თავში

გია ვოლსკი პრეზიდენტის სალობიეში სტუმრობას ეხმაურება

გია ვოლსკი პრეზიდენტის სალობიეში სტუმრობას ეხმაურება
გია ვოლსკი პრეზიდენტის სალობიეში სტუმრობას ეხმაურება

ამ სკანდალური ისტორიის შექმნის მცდელობებს, მე ცუდად ვუყურებ-ასე ეხმაურება პრეზიდენტის სალობიეში შესვლის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გია ვოლსკი. პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით პრეზიდენტის აქვს ფუნქცია, რომ არ გაამჟღავნოს და ხაზი არ გაუსვას რომელიმე პოლიტიკური მოძრაობის მხარდაჭერა და შეასრულოს მისი მოვალეობები. გია ვოლსკის თქმით სალობიეში სალომე ზურაბიშვილის შესვლა ამ ფუნქციას ნამდვილად არ აკნინებს.

„ამ პოლიტიკურ ველზე პრეზიდენტს განსაკუთრებული ფუნქცია აქვს რომ არ გამოამჟღავნოს არანაირად რომელიმე მიმართულების მხარდაჭერა და იყოს ყოველთვის ხალხის და საზოგადოების მხარეს. სალობიეში მისი შესვლა ამ ფუნქციას ვერ დააკნინებს,"-განაცხადა გია ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე მყოფმა დემონსტრანტებმა მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სალობიესთან გადაინაცვლეს სადაც პრეზიდენტი ვახშმობდა. სალომე ზურაბიშვილი სალობიედან გაძლიერებული დაცვის საშუალებით გაიყვანეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system