თავში

გია ვოლსკი: პრეზიდენტის შეფასება ძალიან გონივრული იყო

გია ვოლსკი: პრეზიდენტის შეფასება ძალიან გონივრული იყო
გია ვოლსკი: პრეზიდენტის შეფასება ძალიან გონივრული იყო

არ მეგულება ადამიანი, ვისაც შეიძლება არ სურდეს, რომ მოლაპარაკების უფრო ეფექტური ფორმატი არსებობდეს, ვიდრე 50 შეხვედრა, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოუტანია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ტექნიკურ ფორმატებშია „გაჩხერილი“. სალომე ზურაბიშვილმა ტექნიკურ ფორმატში ჟენევის მოლაპარაკებები იგულისხმა. 

„ძალიან გონივრული იყო ეს შეფასება, თუმცა ჟენევის ფორმატი პოზიტიურად შეფასებას იმსახურებს, ვინაიდან საერთაშორისო დონეზე საქართველოს თემის გატანა მხოლოდ ამ ფორმატით გახდა შესაძლებელი, თუმცა იმთავითვე უკვე ცნობილი იყო, რომ ევროკავშირი მეთვალყურეობის მისიით ვერ გადავიდოდა საოკუპაციო ხაზს იქით. ამის მიუხედავად, საერთაშორისო ყურადღების საქართველოზე კონცენტრაციის ფუნქციას ჟენევის ფორმატი კარგად ასრულებს. რასაკვირველია, უფრო ეფექტური იქნებოდა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო მოლაპარაკების მაგიდასთან უფრო დახვეწილ ფორმატში იჯდეს. არ მეგულება ადამიანი, ვისაც შეიძლება არ სურდეს, რომ უფრო ეფექტური ფორმატი არსებობდეს, ვიდრე 50 შეხვედრა, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოუტანია, მაგრამ ამისთვის წინაპირობები არ არის შექმნილი. ეს მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system