თავში

გიორგი გახარიას გუნდს კიდევ ერთი წევრი შეემატა

გიორგი გახარიას გუნდს კიდევ ერთი წევრი შეემატა
გიორგი გახარიას გუნდს კიდევ ერთი წევრი შეემატა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს კიდევ ერთი წევრი შეემატა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში გიორგი გოგუაძე ახალ პოლიტიკურ ძალაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას უხელმძღვანელებს.

"მიმდინარეობს პარტიის მშენებლობის აქტიური პროცესი, ეც ვუხელმძღვანელებ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიწრო პოლიტიკური პროცესების მიღმა დავინახოთ თუ რა უჭირს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენი ხედვით და სტრატეგიით შევთავაზოთ საქართველოს მოქალაქეებს ის გამოსავალი, რომელთაც ისინი ყოველდღიურად ხედავენ.

აი ამ პოლარიზაციის და პოლიტიკურ პროცესებში გამორჩენილი არის საქართველოს მოქალაქე. ჩვენი პარტიის და ჩვენი გუნდის ხედვა არის სწორედ ის, რომ საქმეზე ორიენტირებით, კონკრეტული გეგმების, ამოცანების დასახვით, მისი შესრულებით ამ პრობლემების გადაჭრაში ჩავერთოთ", – განაცხადა ტელეკომპანია "ფორმულასთან" გიორგი გოგუაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system