თავში

გიგა ბოკერია: ახლა მთავარია ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება შესრულდეს

გიგა ბოკერია: ახლა მთავარია ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება შესრულდეს
გიგა ბოკერია: ახლა მთავარია ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება შესრულდეს

 „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, საარჩევნო სისტემისა და პოლიტპატიმრების საკითხებზე შეთანხმების შესრულება საქართველოში არსებითად ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და ქვეყნისთვის საფრთხეების არიდებას ნიშნავს.

მისი თქმით ვითარების განმუხტვისთვის შეთანხმება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, ახლა მთავარია ეს შეთანხმება შესრულდეს.  ბოკერიამ  ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

„ორივე საკითხზე, რომელიც აუცილებელი იყო და არის იმისთვის, რომ განიმუხტოს ვითარება და ქვეყანაში ჩატარდეს შედარებით ნორმალური, ან მთლიანად ნორმალური საარჩევნო კამპანია და არჩევნები, არის მიღწეული შეთანხმება. ერთი საკითხია საარჩევნო სისტემის საკითხი და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები. ცალკე დოკუმენტად შედგა შეთანხმება ამაზე. ცალკე შედგა შეთნხმება მომორანდუმზე იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციისთვის უმნიშვნელოვანესი იყო - პოლიტიკური პატიმრების საკითხი. ჩვენ გვესმის, რომ სამთავრობო გუნდს სხვა შეხედულება აქვს და ისინი მათ პოლიტპატიმრებს არ ეძახიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს შედეგს. შედგა შეთანხმება, რომ ეს საკითხები უნდა გადაიჭრას ისე, რომ არცერთ მხარეს აღარ ჰქონდეს პრობლემა ვითარებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, ყველა ამ პირის გათავისუფლებას პატიმრობიდან. ამ ორი პუნქტის შესრულება ნიშნავს საქართველოში ნორმალური ან არსებითად ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების აცილებას. 

მთავარია, ახლა შეთანხმება შესრულდეს. ყველა პირი, რომელიც, რომელიმე მოთამაშისთვის ამ მნიშველოვან პროცესში არის პრობლემატური საკითხი - გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა, ბატონი თამლიანი, არიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მათ პოლიტიკურ პატირებად მივიჩნევთ. ამ მემორანდუმს ხელი მოაწერა ყველა მონაწილე პარტიამ, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“. ირმა ინაშვილმა არ მოაწერა ხელი, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ეს მისი არჩევანია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

შეგახსენებთ, დღეს ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30 საარჩევნო მოდელზე და ერთპროცენტიან ბარიერზე შეთანხმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system