თავში

გიგა ბოკერია: ელენე ხოშტარიამ თქვა ფორმა არ მომწონსო და არა შინაარსი

გიგა ბოკერია: ელენე ხოშტარიამ თქვა ფორმა არ მომწონსო და არა შინაარსი
გიგა ბოკერია: ელენე ხოშტარიამ თქვა ფორმა არ მომწონსო და არა შინაარსი

,,ელენე ხოშტარიამ თქვა ფორმა არ მომწონსო თქვა და არა შინაარსი", - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, თანაგუნდელის, ელენე ხოშტარიას დღევანდელ განცხადებას.

ბოკერიას განცხადებით, ელენე ხოშტარია გიგი უგულავას ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით, მხოლოდ გამოხატვის ფორმას გაემიჯნა და არა შინაარსს.

,,ელენე ძალიან კეთილი ადამიანია ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით და მე მესმის მისი, ემოციურად ეს არ არის სასიამოვნო ამბავი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. შინაარსს ელენე ხოშტარიაც იზიარებს მიხეილ სააკაშვილის პრემიერობასთან და ყველა დანარჩენთან დაკავშირებით", - განაცხადა ბოკერიამ.

ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ, - ასე გამოეხმაურა დღეს ,,ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას.

,,გასაგებია, რომ ერთიანობის მიუხედავად, პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, კონკურენციაა პარტიებში, თუმცა მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ", - თქვა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ,,ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა.

,,სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის ,,ოცნებას" და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილის პრემიერობას", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system