თავში

გიგა ბოკერია: ეს არის კარგი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის

გიგა ბოკერია: ეს არის კარგი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის
გიგა ბოკერია: ეს არის კარგი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ნორმალური ვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

მას იმედი აქვს, რომ აღნიშნული პირების გათავისუფლებას ნიკა რურუას გათავისუფლება მოყვება და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება საარჩევნო სისტემის ცვლილების კენჭისყრა პარლამენტში. 

„ეს არის კარგი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ნორმალიზაცია არჩევნების წინ. ეს არის სერიოზული ნაბიჯი ნორმალიზაციისკენ. არ ქრება განსხვავებები, არ ქრება პოლიტიკური კრიტიკა და დაპირისპირება, მაგრამ ეს არის ნორმალური ვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი. მე იმედი მაქვს, რომ ამას მოყვება გადაწყვეტილება გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ. როგორც კი რურუა გათავისუფლდება, ამას უნდა მოყვეს პარლამენტში კენჭისყრა და ჩვენ შეგვეძლება იმის თქმა, რომ შეთანხმება შესრულდა“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system