თავში

გიგა ბოკერია: მოლაპარაკებებს ხელს უშლის ივანიშვილის რეჟიმის პოზიცია

გიგა ბოკერია: მოლაპარაკებებს ხელს უშლის ივანიშვილის რეჟიმის პოზიცია
გიგა ბოკერია: მოლაპარაკებებს ხელს უშლის ივანიშვილის რეჟიმის პოზიცია

"რეგისტრაციიდან გაუქმების მუქარა, ისევე როგორც სადამსჯელო საკანონმდებლო ინიციატივები, იმის პასუხად, რომ არ მოგვწონს პოლიტიკურ ოპონენტის საქციელი, ეს არის კანონის უზენაესობის საპირისპირო ამბავი და პუტინის რუსეთისკენ მავალი გზა", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესს ხელს უშლის ივანიშვილის რეჟიმის პოზიცია.

მოლაპარაკებებს ხელს უშლის ივანიშვილის რეჟიმის პოზიცია, რომელიც ჯერ-ჯერობით არ არის შეგუებული იმას, რომ ვადამდელი ნორმალური არჩევნები, პოლიტპატიმრების განთავისუფლებით და საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებებით არის ერთადერთი გამოსავალი ამ ჩიხიდან, რომელიც თავად შექმნეს ივანიშვილმა და თავისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვამ. როგორც კი გონს მოვლენ, რომ ამისაკენ სვლა უნდა დავიწყოთ, ეს იქნება რეალური ბიძგი", - განაცხადა ბოკერიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system