თავში

გიგა ბოკერია: ყველაფერს პასუხი გაეცემა არჩევნებზე

გიგა ბოკერია: ყველაფერს პასუხი გაეცემა არჩევნებზე
გიგა ბოკერია: ყველაფერს პასუხი გაეცემა არჩევნებზე

"ეს არის პოლიტიკურად და მორალურად შერცხვენილი ადამიანის მორიგი უტიფარი განცხადება და ამ ყველაფერ პასუხი გაეცემა შემდეგ არჩევნებზე, მათი მარცხის სახით", - ამ განცხადებით გამოეხმაურა, "ევროპული საქართველოს" ლიდერი, პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც გიორგი გახარია ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს 20 ივნისს ადამიანებს დამიზნებით ესროდნენ თუ არა.

გიგა ბოკერიას თქმით 20 ივნისი არის სიმბოლური თარიღი, როცა ქართულმა საზოგადოებამ უარი თქვა რუსულ პროპაგანდაზე. საზოგადოებამ აირჩია, როგორც ერის ასევე ინდივიდუალური თავისუფლება და მის დათმობას არ აპირებენ.

"ხვალ მნიშვნელოვანი, სიმბოლური, დღეა! იმიტომ, რომ ერთი წლის წინ, 20 ივნისს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამე, ქართულმა საზოგადოებამ პასუხი გასცა მტრული სახელმწიფოს პროპაგანდას, რომელსაც სამწუხაროდ ხელს უწყობდა ჩვენივე მთავრობა. საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ჩვენი ქვეყნის შიგნით, ჩვენ პერსონალური თავისუფლების დათმობას, ქართული საზოგადოება არ აპირებს," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system