თავში

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას კიდევ ერთი წელი უხელმძღვანელებს

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას კიდევ ერთი წელი უხელმძღვანელებს
გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას კიდევ ერთი წელი უხელმძღვანელებს

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას კიდევ ერთი წელი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ report.ge-ს ,,ევროპული საქართველოდან" აცნობეს.

მათივე ცნობით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მთავარი კომიტეტის სხდომა გამართა, სადაც ორგანიზაციის მიერ პანდემიის პირობებში გაწეული სამუშაო და სამომავლო გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ პანდემიის გამო ასამბლეის ყველა დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო, მათ შორის წლიური სესიაც ვანკუვერში, სადაც უნდა გამართულიყო პრეზიდენტისა და ბიუროს არჩევნები. შესაბამისად გიგი წერეთელი, ასამბლეის პრეზიდენტი კიდევ ერთი წლის განმავლობაში იქნება.

„დღესაც გვქონდა მთავარი კომიტეტის შეხვედრა და ჩვენ ვცდილობთ, რომ ძალიან აქტიური იყოს ორგანიზაცია. იმის გამო, რომ ვერ ტარდება ჩვენი ყოველწლიური სესია, შესაბამისად არ იმართება არჩევნები, მიღებული იქნა ეუთოში გადაწყვეტილება, რომ მე გავაგრძელებ ჩემს საპრეზიდენტო საქმიანობას კიდევ ერთი წლის განმავლობაში და ვეცდებით, რომ ეს პერიოდი იყოს გამოყენებული ორგანიზაციის გასაძლიერებლად, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდდეს პოსტ კოვიდ პერიოდში ევროპაში და ასევე მის ფარგლებს გარეთაც დემოკრატიის გაძლიერებისათვის და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის( ეუთო) საპარლამენტო ასამბლეა ერთერთი ყველაზე დიდი საპარლამენტო გაერთიანებაა მსოფლიოში. მასში 57 ქვეყნის 350 მდე პარლამენტარია გაერთიანებული. გიგი წერეთელი 2017 წლიდან ამ ორგანიზაციის პრეზიდენტია. ის ორჯერ აირჩიეს ფარული კენჭისყრით, 2018 წელს ბერლინში და 2019 წელს ლუქსემბურგში ასამბლეის სესიაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system