თავში

გიგი წერეთელი: ამ ქვეყანაში ოკუპაციას არავინ შეეგუება

გიგი წერეთელი: ამ ქვეყანაში ოკუპაციას არავინ შეეგუება

"ამ ქვეყანაში ოკუპაციას არავინ შეეგუება და ის უზარმაზარი მსხვერპლი რაც გაიღო ჩვენმა ქვეყანამ არ ჩაივლის უკვალოდ," - განაცხადა ზეტაფონი-თერჯოლა-ბაღდათი-ტყიბულის საარჩევნო ოლქში, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი წერეთელმა. 

გიგი წერეთელი ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში იმყოფებოდა სადაც გვირგვინით შეამკო ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალი, რომელიც 2008 წლის ომში დაიღუპა და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ქართველი გმირის, ზესტაფონის მკვიდრის -ზაზა ფერაძის ხსოვნას. ეს ჩვენი ქვეყნის ის ერთ-ერთი ძალიან ღირსეული წარმომადგენელია, ვინც თავის სამშობლოსთვის დადო თავი თავის თანამებრძოლების გადასარჩენად, ქვეყნის დასაცავად და ეს არის სწორედ ის მაგალითი, რომელიც ჩვენ ყველას გვაძლევს ძალიან დიდ მოტივაციას და მომავალ თაობებსაც, რომ ბრძოლა სამშობლოსთვის არის სასციცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ოკუპაციას არავინ შეეგუება და ის უზარმაზარი მსხვერპლი, რაც გაიღო ჩვენმა ქვეყანამ, რათქმაუნდა არ ჩაივლის უკვალოდ“ - განაცხადა გიგი წერეთელმა 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system