თავში

გიგი წერეთელი: ძალადობის ფაქტები მძიმე დარტყმას აყენებს საარჩევნო პროცესს

გიგი წერეთელი: ძალადობის ფაქტები მძიმე დარტყმას აყენებს საარჩევნო
გიგი წერეთელი: ძალადობის ფაქტები მძიმე დარტყმას აყენებს საარჩევნო პროცესს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი წერეთლის თქმით, ძალადობის ფაქტები მძიმე დარტყამს აყენებს საარჩევნო პროცესს და საბოლოოდ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საარჩევნო პროცესის შეფასებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების განცხადებები სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებზე არ უნდა  მოიფარგელობდეს მხოლოდ სიტყვებით და ის უნდა განმტკიცდეს კონკრეტული მოქმედებებით. როგორც წერეთელმა აღნიშნა, სწორედ მსგავსი ფაქტების დაუსჯელობამ და შერჩევითმა დამოკიდებულებამ წაახალისა დაპირისპირება და  ძალადობა.

"მარნეულში განხორციელებული მორიგი ძალადობა, ამჯერად უკვე ჟურნალისტებზე არის ერთიმხრივ სრულიად მიუღებელი და მეორემხრივ ძალიან მძიმე დარტყმას აყენებს საარჩევნო პროცესს. ხელისუფლების მხრიდან ვითარების რადიკალიზაცია, ყველაფრის ოპონეტებისათვის გადაბრალება და შიშის დანერგვა ამომრჩევლებში მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ შედეგს გამოიწვევს და ამავდროულად ცუდ როლს ითამაშებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები არჩევნების მაღალ სტანდარტზე და დემოკრატიულობაზე უნდა იყოს გამაგრებული კონკრეტულ მოქმედებებით და ამგვარი გარემოს შექმნა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ არცერთი მოძალადე არ დარჩეს დაუსჯელი, რადგან სწორედ წინა პერიოდში მსგავსი ფაქტების მიმართ დაუსჯელობამ, შერჩევითმა დამოკიდებულებამ, წაახალისა დაპირისპირება და ძალადობა," - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system