თავში

გიგი წერეთელი: ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, სრულიად მიუღებელია

გიგი წერეთელი: ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, სრულიად მიუღებელია
გიგი წერეთელი: ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, სრულიად მიუღებელია

"2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობა,სამხედრო ძალების მეშვეობით ოკუპაცია, ინტენსიური უკანონო ბორდერიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის დიისკრიმინაცია და ტერორი, რაც საფრთხეს უქმნის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.ღრმა შეშფოთებას იწვევს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და დაჩქარება სეპარატისტულ რეგიონებთან, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია როგორც ქართული ტერიტორიები“, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. 

ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაში ეუთო-ს 57 წევრი ქვეყნის ელჩები, აღმასრულებელი სტრუქტურების და ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გიგი წერეთელმა საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაზე პანდემიის პირობებში, არსებულ სირთულეებზე რეგიონალური კონფლიქტების, ტერორიზმისა და რადიკალიზაციის საფრთხეების, დემოკრატიული არჩევნებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კუთხით ისაუბრა. 

იმის გათვალისწინებით, რომ მზარდი ტრანსნაციონალური და გლობალური გამოწვევები ჩვენს საერთო უსაფრთხოებას ემუქრებიან, ორგანიზაციისთვის აუცილებელია რესურსები და პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც მას სასწრაფოდ სჭირდება ძველი თუ ახალი სირთულეების დასაძლევად”, - განაცხადა წერეთელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system