თავში

გიგი წერეთელი: კრიტიკული უნდა ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ

გიგი წერეთელი: კრიტიკული უნდა ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ
გიგი წერეთელი: კრიტიკული უნდა ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ

"შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი პოლიტიკა და ქმედებები ყოველთვის შეესაბამება ეუთო-ს ვალდებულებებს? რამდენად დიდი ყურადღება ექცევა ეუთო-ს პრინციპებისა და ვალდებულებების შესრულებას მთავრობების მიერ და თქვენი ქვეყნების შიგნით? და რამდენად დიდ ინტერესს გამოხატავენ ისინი ეუთოს მიერ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის?", - ამ კითხვებით მიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასალმბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა ეუთო-ს მინისტერიალის მონაწილეებს. 

ონლაინ ფორმატის შეხვედრას ორგანიზაციის 57 ქვეყნის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრები, ელჩები და ეუთოს ლიდერები ესწრებოდნენ.

"ორგანიზაციაში, რომელშიც თითოეული მონაწილე ანგარიშვალდებულია სხვების წინაშე, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური და აუცილებელია იმ საკითხების მოგვარება, სადაც ვერ ვხედავთ ეუთო-ს და სხვა საერთაშორისო სტანდარტების დაცვას. ჩვენ, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ამაზე ძალიან ღიად ვაცხადებთ. იქნება ეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, უმცირესობების უფლებები, დემოკრატიული უკუსვლა ან ადამიანის უფლებების შელახვა. საშინელებაა, როდესაც ვხედავთ, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები სცემენ ან კლავენ, რადგან მთავრობები ხელისუფლებას ეჭიდებიან. სწორია ამის თქმა ხმამაღლა და გარკვევით. ჩვენ ისეთივე კრიტიკული უნდა ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ, როგორც ჩვენი პარტნიორების მიმართ. და რაც მთავარია, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, ინდივიდუალურად ვუწყობთ ხელს თუ არა ნდობის აღდგენას და თანამშრომლობას ეუთოს სივრცეში", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system