თავში

გიგი წერეთელმა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სიტყვით მიმართა

გიგი წერეთელმა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სიტყვით მიმართა
გიგი წერეთელმა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს  სიტყვით მიმართა

ავსტრიის დედაქალაქში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ეუთო-ს ხელმძღვანელობა და 57 წევრი სახელმწიფის ელჩები ესწრებოდნენ. 

სხდომაზე მომხსენებლად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი იყო მიწვეული. მან ეუთოს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, კონფლიქტებსა და მათი მოგვარების პროცესში ეროვნული პარლამენტების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეუთოს სივრცე კვლავ განიცდის მნიშვნელოვან რყევებს როგორც პოლიტიკური საკითხების, ასევე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით, ამიტომ პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთ გზას მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატების განმტკიცება და უმთავრესი საერთაშორისო პრინციპების დაცვა წარმოადგენს.

„მინდა მივესალმო უკრაინასა და რუსეთს შორის ბოლო პერიოდში უმაღლესი დონის მოლაპარაკებების დაწყებას. ტყვეების გაცვლა, ხიდების აღდგენა, საკონტროლო-გამშვები დამატებითი პუნქტების გახსნა უკეთესი მომავლის იმედს აჩენს. სამწუხაროა, რომ მსგავსი ცვლილებები არ შეინიშნება საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მიმართ და საქართველოში კვლავაც გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია და ჰუმანიტარული კრიზისი, რაც საერთაშორისო სამართლის და ეუთო-ს ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის კი კვლავაც გაუსაძლის პირობებია შექმნილი. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საზოგადოებას და ეუთოს წევრ-სახელმწიფოებს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გამოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ, უკრაინის, რუსეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ალბანეთის სომხეთის, თურქეთის, საქართველოს ელჩებმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system