თავში

გიგი უგულავა: აბაშიძე-კარასინის ჭუკჭუკი საოცარი შედეგით დასრულდა

გიგი უგულავა: აბაშიძე-კარასინის ჭუკჭუკი საოცარი შედეგით დასრულდა
გიგი უგულავა: აბაშიძე-კარასინის ჭუკჭუკი საოცარი შედეგით დასრულდა

"აბაშიძემ მთლიანად პირი მოწმინდა, სამწუხაროდ, თავზე ვაზელინი წაისვა. ის, რაც ვნახეთ ტრანსკრიპტში არის გულისამრევი სირცხვილი", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს წარმომადგენელმა ფაქტობრივად ბოდიში მოიხადა იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში ნაციონალისტურად განწყობილი ჯგუფები ელიმინირებულია. 

"ეს ფორმატი იმთავითვე მავნებლური იყო, იმიტომ, რომ ის იმდენად დახურულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც არ იცის ხშირად რაზეა იქ ლაპარაკი, იქ არის რამდენიმე მუხლი, რომელიც ძალიან საეჭვოა, იქ არის მუხლი, რომელიც პირდაპირ არა, მაგრამ აფხაზეთის რკინიგზაზე მიუთითებს, რომელიც შეუძლებელია ასე პარტიზანულად ვინმემ განიხილოს საზოგადოების ზურგს უკან. ეს არის ურთულესი და უდიდესი თემა, სადაც მზა რეცეპტები არ არსებობს და საქართველოს ინტერესი, როგორც სახელმწიფო ინტერესი აქ სად არის და როგორ არის ეს ფართო მსჯელობის საგანია. ეს არის ფორმატი, რომელიც ადამიანებისა და საზოგადოების ზურგს უკან ფაქტობრივად კოლაბორაციონიზმით არის დაკავებული“,- განაცხადა გიგი უგულავამ. 

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გუშინ გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system