თავში

გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის

გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის
გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის, იმისთვის რომ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში ყოფნის შესაძლებლობა მისცა. 

“მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ამ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა და შემინახა. „იმედზე“ სპეციალური რუბრიკა ვნახე ივანიშვილისადმი მადლობის და სადმე სოფო კილაძესა და წულუკიანს შორის ჩამაკვეხეთ, დიდი მადლობა მას ამისთვის“ - აღნიშნა უგულავამ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system