თავში

გიგი უგულავა ენგურის ხიდთან მივიდა

გიგი უგულავა ენგურის ხიდთან მივიდა
გიგი უგულავა ენგურის ხიდთან მივიდა

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა, მხარდამჭერებთან ერთად ენგურის ხიდზე მივიდა და სოხუმის დაცემის დღე გაიხსენა. 

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობა სიღარიბესთან და უმუშევრობასთან ერთად ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები.

"ჩვენ გვჭირდება სწორი, აქტიური, პროდასავლური პოლიტიკა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება არ აწარმოებს. ჩვენი ძალა ჩვენს პარტნიორებთან ერთად სწორედ ამაშია. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ გარდამტეხი ცვლილებებზე, იმიტომ რომ ეს ეპოქა დგება, ფანჯარა შესაძლებლობების იხსნება და საქართველო უნდა იყოს მზად ამ დროს. სამწუხაროდ, დღეს ყველაფერი საპირისპიროა. ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც თავად აფხაზები და ოსები გააცნობიერებენ იმას, რომ პრაგმატულად მათთვის აღარ არის მომგებიანი რუსეთის კოლონიად ყოფნა და მთავარია, ჩვენ ვიყოთ მზად ჩვენს პარტნიორებთან ერთად," - აცხადებს გიგი უგულავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system