თავში

გიგი უგულავა შსს-ს განცხადებას ეხმაურება

გიგი უგულავა შსს-ს განცხადებას ეხმაურება

"სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ნიშნით შეიძლება ან გადაადგილება შეგიზღუდონ, ან გადაადგილება შეგიზღუდონ იმიტომ, რომ უწყებებს შორის კომუნიკაცია არ არის, ან ორივე ერთად", -  ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მისი თქმით, ასეთი მეთოდები პუტინის რუსეთს ახასიათებს და ჩვენი ხელისუფლება ყოველწლიურად სულ უფრო მეტად ემსგავსება პუტინის რეჟიმს.

"ჩემს შემთხვევაში ხდება ორივე, პოლიტიკური ნიშნითაც ხდება შეზღუდვა და შემდეგ ყველაფრის ამის ახსნა ხდება, როგორც განცხადებიდან მოვისმინეთ, ტექნიკური მიზეზებით და უწყებრივი გადაბრალებით. წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც დილის 6 საათზე მიდის აეროპორტში, აქვს ბილეთი, ჩაბარებული აქვს ბარგი, არ უშვებენ და შემდეგ ასეთ ახსნებს ეუბნებიან. ასე შუშის თვალებით, დამცინავად, მათ შორის ფინასური ზიანის მიყენებით და ა.შ. ასე იქცევა პუტინის რუსეთი და ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ჩვენი ხელისუფლება სულ უფრო მეტად და მეტად ემსგავსება პუტინის რეჟიმს", - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო გიგი უგულავას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შეფერხების ფაქტს გამოეხმაურა. უწყების ინფორმ, გიგი უგუოლავას შეზღუდვა არ უფიქსირდება და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის სრული უფლება აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system