თავში

გიგი უგულავა სოფელ კოკში ამომრჩეველს შეხვდა

გიგი უგულავა სოფელ კოკში ამომრჩეველს შეხვდა
გიგი უგულავა სოფელ კოკში ამომრჩეველს შეხვდა

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონში, სოფელ კოკში ადგილობრივებს შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ანაკლიის პორტი იყო, რომელიც, პოლიტიკოსი თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისითროგორც ზუგდიდს, ისე მთლიან საქართველოს მოუტანს სრულიად ახალ შესაძლებლობებს.

"საკმაოდ ძლიერი, მხნე და შრომისმოყვარე სოფელია, სოფლის მეურნეობით არის ბევრი ადამიანი დაკავებული, მაგრამ უმუშევრობა არის ის მტანჯველი პრობლემა, რომელიც აქ მთლიანად ზუგდიდში, ისევე როგორც კოკში აწუხებს ადამიანებს, განსაკუთრებით ახალზგარდების დასაქმება.

ამიტომ, ჩვენ აქ ადგილობრივებს ვესაუბრებოდით ჩვენ გეგმაზე, როგრ უნდა შეიქმნას 100 000 სამუშაო ადგილი, ამისათვის საჭიროა გადასახადების შემცირება და მთელი რიგი ღონისძიებების გატარება იმისთვის, რომ სწრაფად დაიქოქოს ეკონომიკა", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system