თავში

გიგი უგულავა: ცესკო-ს რეფორმის გარეშე მარსზე გაფრენა არ განიხილება

გიგი უგულავა: ცესკო-ს რეფორმის გარეშე მარსზე გაფრენა არ განიხილება
გიგი უგულავა: ცესკო-ს რეფორმის გარეშე მარსზე გაფრენა არ განიხილება

"ცესკო-ს სრული რეფორმის გარეშე, გინდა რიგგარეშე არჩევნები იყოს, გინდა პლებისციტი და გინდა მარსზე გაფრენა, არ განიხილება", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. 

მისი თქმით, პლებისციტი არის მექანიზმი რომლის მეშვეობითაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

პლებისციტი მხოლოდ შეიძლება იყოს რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა, თუმცა იგივე ცესკო-თი არც რიგგარეშეს მივიღებთ და არც მარსზე გაფრენას. ცესკო-ს საკითხი ნებისმიერ პაკეტში დევს როგორც აუცილებელი მინიმალური ატრიბუტი, რათა საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ პლებისციტი იქნება, თუ რიგგარეშე არჩევნები, ჩატარდა სამართლიანად“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

"ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. მათ უნდა განიხილონ ის სამომავლო ნაბიჯები, რაც „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების მაგიდაზე მოხვდება.

როგორც ცნობილია, გუშინ გამართულ შეხვედრაზე მათ მიიღეს რამდენიმე რეზოლუცია, რომელიც შეთავაზების სახით წარუდგინდეს სამთავრობო პარტიას.

საერთაშორისო დიპლომატების მედიაციით მხარეებს შორის მოლაპარაკება საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შესახებ რამდენიმე კვირაა იმართება. ჩატარდა ორი რაუნდი, ოპოზიცია მესამე რაუნდამდე ხელისუფლების პასუხის მოლოდინშია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system