თავში

გიგი უგულავა თვლის, რომ ერთიანი ოპოზიციური სია არარეალიზებადია

გიგი უგულავა თვლის, რომ ერთიანი ოპოზიციური სია არარეალიზებადია
გიგი უგულავა თვლის, რომ ერთიანი ოპოზიციური სია არარეალიზებადია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ერთიანი ოპოზიციური სია არარეალიზებადია. ამის შესახებ მან მიმართვა გაავრცელა. 

"ერთიანი სიის იდეა მე მქონდა დაჭერამდე რამდენიმე კვირით ადრე, როცა სისტემა 73/77 რჩებოდა. ყველა ლიდერი ნაწილდებოდა მაჟორიტარულ ოლქებში, სია პირობითი იყო და დგებოდა ალფავიტის მიხედვით. სიაში ადგილს და პარტიულ კვოტებს აზრი არ ქონდა, რადგან ამ ყველაფერს კრავდა და რეალისტურს ხდიდა ის, რომ გამარჯვების შემდეგ რიგგარეშე, უკვე პროპორციული არჩევნები ტარდებოდა. ეს იდეა ბევრი მიზეზის გამო არარეალიზირებადი აღმოჩნდა. სკეპტიკური იყო მათ შორის ენმ-ეც. დღეს როცა პროპორციულთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს აჩევნები (120/30) ერთიანი სია არარეალიზირებადია, მეტიც ერთიანი მაჟორიტარის წარდგენა ერთადერთი რეალისტური და საკმარისი ძალისხმევაა გამარჯვებისთვის. ხოლო ერთიანი სიის იდეას ოპოზიცია კვლავ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიუბრუნდეს თუ 120/30 სისტემა ჩავარდა პარლამენტში. ამასთანავე იმედი მაქვს მეტი ინტეგრაციის სურვილი არ გახდება ერთიან მაჟორიტარებზე უკვე მიღწეული ერთობის ჩაშლის მიზეზი და საბაბი", - აცხადებს გიგი უგულავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system