თავში

გიგი უგულავამ "ევროპული საქართველო" დატოვა

გიგი უგულავამ "ევროპული საქართველო" დატოვა
გიგი უგულავამ ევროპული საქართველო დატოვა

გიგი უგულავა "ევროპულ საქართველოს" ტოვებს. ამის შესახებ მან დღეს წერილი გამოაქვეყნა. მისი თქმით, პარტიის ამჟამინდელი ხედვა და სტრატეგია უფრო წარსულში სვლა ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ. 

"სრულიად ლოგიკურია, რომ მმართველმა ლიდერებმა აღარ იყარონ კენჭი და მისცეს სხვებს შესაძლებლობა განავითაროს პარტია. ამასვე ითვალისწინებს პარტიის წესდებაც. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ. 

სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება გავწეულვიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ.

პარტიას განახლება სჭირდება, განახლება რომელიც მემკვიდრეობითობას, კურსის გაგრძელებას, მის გაუმჯობესებას და არა წარსულთან დაპირისპირებას ან უარყოფას, გულისხმობს. ვწუხვარ, მაგრამ გზა, რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system