თავში

გიგი უგულავას საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს

გიგი უგულავას საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს
გიგი უგულავას საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ პოლიტიკოსი Facebook-ის გვერდზე წერს. ის სახალხო დამცველს დახმარებისთვის მიმართავს. 

"შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი -გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი ოპრიჩნიკი პოლიცია.

ნინო ლომჯარია - ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ", - ნათქვამია უგულავას Facebook პოსტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system